Wednesday, September 7, 2016

ტრენინგის მესამე დღე

   ტრენინგის მესამე დღეს პროექტის ეფექტურად დაგეგმისათვის გადავხედეთ ჩვენს საგნობრივ სტავდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში. პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუეყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
  ტრენინგზე ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე. გავიგე, რომ კითხვების მეშვეობით პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან შესასწავლ საკითხებზე. მოსწავლეებს აქვთ გამოწვევა, რომ საკითხის სიღრმისეულად შესწავლით გასცენ პასუხი შინაარსობრივ კითხვებს, რომლებიც ფოკუსირებულია სტანდარტებსა და მიზნებზე. გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.
    ტრენერმა გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. ტრენერმა მსმენელები დაგვყო ჯგუფებად და მოგვცა შესაბამისი დავალება. ამ აქტივობით ჩვენ უკეთ გავერკვიეთ, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები. დავასკვენით, რომ ზოგადი კითხვები არის ფართო ღია კითხვები, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, რომ საგნებს შორის კავშირი დაინახონ. ხოლო თემატური კითხვები მჭიდროდ არის დაკავშირებული პროექტთან, რომელიც ხელს უწყობს კვლევას არსებით კითხვაზე საპასუხოდ. რაც შეეხება შინაარსობრივ კითხვებს, ის ფაქტებზეა დაფუძნებული და ითვალისწინებს სტანდარტებსა და მიზნებს.
     ტრენინგზე გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას, რაც ჩვენთვის წარმოადგენდა სიახლეს.
    ტრენინგის მესამე დღე იყო საინტერესო, აქტიური, რისი მოლოდინიც მქონდა.

1 comment:

  1. ტრენინგის საკითხებს მნიშვნელოვნად აფასებთ, ჩანს თქვენი ხედვა საკითხების შემდგომი გამოყინების მიმართ სწავლებაში

    ReplyDelete