Sunday, September 4, 2016

ტრენინგის 1-ლი და მე-2 დღის შთაბეჭდილებები.

     როგორც ვიცით, პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს, რომელიც სასწავლო გეგმის რეალური დანამატია. ის ეფექტურია 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისა და საგნებს შორის მოსაზრებების დაკავშირებისათვის.
     ტრენინგზე დეტალურად გავეცანი პროექტების მოთხოვნებს. ამ აქტივობაში განვიხილეთ პროექტების მახასიათებლები და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება პროექტის ელემენტების ინტეგრირება პროექტის გეგმაში.
    პროექტის მახასიათებლების გაცნობის შემდეგ განვიხილეთ, როგორ უნდა განვახორციელოთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირება საგაკვეთილო გეგმაში. ვისწავლეთ საინფორმაციო ბროშურის, ბუკლეტის შექმნა, სადაც მიღებული ინფორმაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს, მშობლებს და კოლეგებს ავუხსნათ, როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ პროექტები სასწავლო პროცესში.
     ტრენინგზე გავეცანი, აგრეთვე, და შევქმენი ბლოგი, რომელიც შეიძლება გამოვიყენო ჩანაწერებისათვის. დეტალურად შევისწავლე, თუ რას უნდა შეიცავდეს ჩემი ბლოგი, რა უნდა გავითვალისწინო ბლოგზე მუშაობის დროს.
     ტრენინგის 1-ლი და მეორე დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. კმაყოფილი ვარ.

1 comment:

  1. თქვენი მსჯელობა, თუ როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას შემდეგში თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში, საკითხების მნიშვნელობაზე სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში, აჩვენებს რომ თქვენ ტრენინგის ყველა საკითხს ღირებულად აფასებთ თქვენი პრაქტიკისთვის.

    ReplyDelete