Saturday, October 1, 2016

დღე 9. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას...
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე. ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზე, ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Friday, September 30, 2016

განვიხილეთ:
·                     თუ როგორ განსხვავდება მასწავლებლისა და მოსწავლის როლები მოსწავლეზე ორიენტირებულ, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებისას
·                     მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ინტერპრეტირებისა და გამოყენების მექანიზმების შემუშავება დაგვეხმარება, დავრჩეთ მოსწავლის სწავლაზე ორიენტირებული

·                     თუ რა დიდი წვლილი აქვს ტექნოლოგიების დახმარებას მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ახალი როლების გათავისებაში.
           დღევანდელი დღითაც კმაყოფილი ვარ.
           
           მალე ტრენინგის მეცხრე დღეც დადგება. მოახლოვდა პრეზენტაციის დღე. სიმართლე გითხრათ საკმაოდ დავიღალე. ყველა დღე იყო რთული, მაგარამ საინტერესო. ბევრი რამ ვისწავლე.  მიხარია, რომ ვასრულებთ ტრენინგს, მაგრამ მომენატრება ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრენერი დიმა. დიდი მადლობა, დიმა, ყველაფრისთვის.

Sunday, September 25, 2016

მე-7 დღის შთაბეჭდილებები


         დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ვერსიები. დავხვეწეთ და შევქმენით შეფასების ფორმები.  მოსწავლეთა სავარაუდო შეფასებისთვის გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში- ,,შეფასებები". დავათვალიერეთ და გავეცანით ელექტრონულ სახლმძღვანელოში მოცემულ სხვადასხვა შეფასების რუბრიკის ნიმუშებს.
         კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ბევრი საინტერესო საკითხი განვიხილეთ.

Tuesday, September 20, 2016

დღე 6. მოსწავლეთა პროექტების შეფასებაა.
მოდულის მთავარი კითხვა:
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის ამოცანები:
მოდულის განმავლობაში მონაწილეები:
  • ერთმანეთს გავუზიარებთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ვერსიებს.
  • დავხვეწავთ შეფასების გეგმებს.
  • შევქმნით შეფასების ფორმებს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისთვის.
  • ცვლილებებს შევიტანთ პროექტის გეგმაში.
  • გავაკეთებთ რეფლექსიას ბლოგზე.

დღევანდელ ტრენინიგ დღეს ვიმუშავეთ ვორდში და power point-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. ეს საკითხი ძალიან მომეწონა. უკვე გავაკეთე ჩემი პროექტების ჩანართები. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში _შეფასებები. დავათვალიერეთ და გავეცანით Viewer -ის სახელმძღვანელოში მოცემული სხვადასვა შეფასების რუბრიკის ნიმუშები, ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმაში და გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე.

Saturday, September 17, 2016

დღე მეხუთე

მოდული 4. დღე 5. სასწავლო ნიმუშების შექმნა.
4 მოდულის საკვანძო კითხვები:
  • რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგაგმვაში?
  • პროექტზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა?
4 მოდულის ძირითადი აქტივობები:
  • მონაწილეები შექმნიან და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშებს: პრეზენტაციებს, პუბლიკაციებს და ბლოგებს.
  • პროექტის გეგმებში შეიტანენ საჭირო ცვლილებებს.
  • გააკეთებენ რეფლესიას.
მეოთხე მოდულზე მუშაობისას დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნაშორმის მომზადება, ვმუშაობდით ტექსტურ რედაქტორ Word-ში და საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ში,  მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში

პროექტის პორტფოლიო


Friday, September 16, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

            ტრენინგის ყოველ დღეს პროექტის გეგმის დახვეწაზე ვმუშაობთ. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების მიერ შედგენილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და ტრენერთან ერთად გავმართეთ დისკუსია ამ თემაზე.
             ტრენინგზე კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი იმაში, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლის განმავლობაში მრავალჯერადი და სხვადასხვა სახის შეფასებები და თვითშეფასებები მოსწავლეთა საჭიროებების, მიღწევებისა და პროგრესის დადგენაში დამეხმარება.
             

Wednesday, September 7, 2016

ტრენინგის მესამე დღე

   ტრენინგის მესამე დღეს პროექტის ეფექტურად დაგეგმისათვის გადავხედეთ ჩვენს საგნობრივ სტავდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში. პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუეყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
  ტრენინგზე ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე. გავიგე, რომ კითხვების მეშვეობით პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან შესასწავლ საკითხებზე. მოსწავლეებს აქვთ გამოწვევა, რომ საკითხის სიღრმისეულად შესწავლით გასცენ პასუხი შინაარსობრივ კითხვებს, რომლებიც ფოკუსირებულია სტანდარტებსა და მიზნებზე. გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.
    ტრენერმა გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. ტრენერმა მსმენელები დაგვყო ჯგუფებად და მოგვცა შესაბამისი დავალება. ამ აქტივობით ჩვენ უკეთ გავერკვიეთ, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები. დავასკვენით, რომ ზოგადი კითხვები არის ფართო ღია კითხვები, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, რომ საგნებს შორის კავშირი დაინახონ. ხოლო თემატური კითხვები მჭიდროდ არის დაკავშირებული პროექტთან, რომელიც ხელს უწყობს კვლევას არსებით კითხვაზე საპასუხოდ. რაც შეეხება შინაარსობრივ კითხვებს, ის ფაქტებზეა დაფუძნებული და ითვალისწინებს სტანდარტებსა და მიზნებს.
     ტრენინგზე გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას, რაც ჩვენთვის წარმოადგენდა სიახლეს.
    ტრენინგის მესამე დღე იყო საინტერესო, აქტიური, რისი მოლოდინიც მქონდა.

Sunday, September 4, 2016

ტრენინგის 1-ლი და მე-2 დღის შთაბეჭდილებები.

     როგორც ვიცით, პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს, რომელიც სასწავლო გეგმის რეალური დანამატია. ის ეფექტურია 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისა და საგნებს შორის მოსაზრებების დაკავშირებისათვის.
     ტრენინგზე დეტალურად გავეცანი პროექტების მოთხოვნებს. ამ აქტივობაში განვიხილეთ პროექტების მახასიათებლები და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება პროექტის ელემენტების ინტეგრირება პროექტის გეგმაში.
    პროექტის მახასიათებლების გაცნობის შემდეგ განვიხილეთ, როგორ უნდა განვახორციელოთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირება საგაკვეთილო გეგმაში. ვისწავლეთ საინფორმაციო ბროშურის, ბუკლეტის შექმნა, სადაც მიღებული ინფორმაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს, მშობლებს და კოლეგებს ავუხსნათ, როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ პროექტები სასწავლო პროცესში.
     ტრენინგზე გავეცანი, აგრეთვე, და შევქმენი ბლოგი, რომელიც შეიძლება გამოვიყენო ჩანაწერებისათვის. დეტალურად შევისწავლე, თუ რას უნდა შეიცავდეს ჩემი ბლოგი, რა უნდა გავითვალისწინო ბლოგზე მუშაობის დროს.
     ტრენინგის 1-ლი და მეორე დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. კმაყოფილი ვარ.